მიწოდების პირობები

1. მიმწოდებელი კომპანია

შპს „პრომო ვეარ“-ის ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციის  შეძენისას გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს __________________ და „საქართველოს ფოსტა“  შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.

შპს „პრომო ვეარ“-ის პასუხისმგებლობა მთავრდება პროდუქციის სატრანსპორტო კომპანიაზე გადაცემისას და ეს პასუხისმგებლობა გადადის გადამზიდავ კომპანიაზე.

2. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

შპს „პრომო ვეარ“-ის ინტერნეტ მაღაზიით პროდუქციისშეძენისას გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს _______________ და „საქართველოს ფოსტა“  შეკვეთისას მითითებულ მისამართზე.

გადამზიდავი კომპანიის ტრანსპორტირების შემთხვევაში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „პრომო ვეარ“-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@TRIDENT.COM.GE , ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: +995 322 310 333,  +995 322 310 330. გზავნილის ჩაბარების შემთხვევაშიშპს „პრომო ვეარ“-ი აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.

დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@TRIDENT.COM.GE 

“My Posta”-ით ტრანსპორტირების შემთხვევაში მიღებული ამანათი დაზიანებული შეფუთვით არ უნდა ჩაიბაროთ. თუ შეფუთვა დაზიანებული არაა, ამანათი ჩაიბარეთ და თუ ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა 24 საათის განმავლობაში უნდა ეწვიოთ ჩვენს ოფისს სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური და შესაბამისად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

3. მიწოდების ფასები და პერიოდი

მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-5  დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, 150 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო, 150 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასურია 5 ლარი.

4. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: INFO@TRIDENT.COM.GE  და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

5. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს „პრომო ვეარ“-ის ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს „Promo wear” არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.

ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს „პრომო ვეარ“-ს ‘-ს შესაბამის სამსახურს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

ძიება საიტზე trident.com.ge

შესვლა

ანგარიშის შექმნა

თქვენი პერსონალური მონაცემები ამ ვებ-გვერდზე ყოფნის გასაუმჯობესებლად, ანგარიშის ხელმისაწვდომობის მართვისთვის და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გვერდზე აღწერილი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

პაროლის განახლება

დაგავიწყდა პაროლი? გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი. თქვენ მიიღებთ ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით ახალი პაროლის შესაქმნელად.

კალათა (0)