საიტის მოხმარების პირობები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შ.პ.ს ‘პრომო ვეარ’-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

1.გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
1 ‘პრომო ვეარ’- შ.პ.ს ‘პრომო ვეარ’;
2 ‘პრომო ვეარ ვებ-გვერდი’ – შ.პ.ს ‘პრომო ვეარ-ს საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია – https://promowear.ge/: https://trident.com.ge/  და მისი ყველა ქვეგვერდი;
3 ‘ინტერნეტ მაღაზია’ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შ.პ.ს ‘პრომო ვეარ’-ს საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში;
4 ‘საქონელი’, ‘პროდუქტი’, ‘პროდუქცია’ – პრომო ვეარ-ის ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
5 ‘ინტერნეტ ბრაუზერი’ – HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან;
6 ‘დამთვალიერებელი’ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის პრომო ვეარის  ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
7 ‘ავტორიზაცია’ – პრომო ვეარის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი პრომო ვეარის ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროსან დაამატოს ახალი;
8 ‘მომხმარებლის გვერდი’- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას;
9 ‘ავტორიზაციის გავლა’ – პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების პრომო ვეარის  ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით;
10 ‘რეგისტრაცია’ – პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით პრომო ვეარის ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას;
11 ‘პერსონალური ინფორმაცია’ – ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც – ‘პერსონალური მონაცემი’ ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს’ კანონით;
12 ‘პროფილი’ – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია.
13 ‘ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ’ – ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს პრომო ვეარი პრომო ვეარის ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ;
14 ‘მომხმარებელი’ – პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია პრომო ვეარის ვებ-გვერდზე;
15 ‘ვირტუალური გასაღები’ – სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს პრომო ვეარის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან;
16 „ელ. ფოსტის მისამართი“- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს პრომო ვეარის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება პრომო ვეარის მიერ მიერ;
17 ‘სპამი’ – პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; პრომო ვეარის ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
18 ‘ვირუსი’ – მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა;
19 ‘შეფუთვა’ – შეფუთვა რომლითაც მწარმოებელი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.
20 ‘სასაქონლო სახე’ – მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის;
21 ‘სატრანსპორტო კომპანია’ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ პრომო ვეარის საიტზე შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლამდე და პასუხისმგებელია პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის დაცვით;

2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, შ.პ.ს ‘პრომო ვეარ თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

3. საავტორო უფლებები

‘პრომო ვეარის’ ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შ.პ.ს ‘პრომო ვეარ’-ს ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ იყენებთ პრომო ვეარის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენs გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

5. არასრულწლოვანი მყიდველი

შ.პ.ს ‘პრომო ვეარ  ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.
შ.პ.ს ‘პრომო ვეარ იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

6. მიმოხილვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის ‘სპამი’-ს შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შ.პ.ს ‘პრომო ვეარ-ს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.)
პრომო ვეარის ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შ.პ.ს ‘პრომო ვეარ’-ს თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ავტორს.

7. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

შ.პ.ს ‘პრომო ვეარ ინტერნეტ მაღაზიის გადამზიდავ კომპანიას წარმოადგენს _____________________“ და   საქართველოს ფოსტა შეკვეთისას მითითებულ მისამართზე
გადამზიდავი კომპანიის ტრანსპორტირების შემთხვევაში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია არ ჩაიბაროს სატრანსორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილი და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შპს „პრომო ვეარ“-ს’-ს შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@TRIDENT.COM.GE ,ან დაუკავშირდეს ნომერზე: +995 322 310 333,  +995 322 310 330. გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს „პრომო ვეარ“აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზე, თუმცა ჩვენ არ გვსურს პასუხისმგებლობა ავიღოთ შუამავალი კომპანიების შეცდომებსა და შესაძლო უხარისხო მომსახურებაზე, ამიტომ დაჟინებით ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს ყურადღებით შეამოწმონ გზავნილის შეფუთვა მანამ, სანამ ხელს მოაწერენ სატრანსპორტო აგენტის შესაბამის დოკუმენტაციაზე. გზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს სატრანსპორტო კომპანიისგან არ ჩაიბაროს გზავნილი ან სატრანსპორტო აგენტთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@TRIDENT.COM.GE
საქართველოს ფოსტით ტრანსპორტირების შემთხვევაში მიღებული ამანათი დაზიანებული შეფუთვით არ უნდა ჩაიბაროთ. თუ შეფუთვა დაზიანებული არაა, ამანათი ჩაიბარეთ და თუ ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა 24 საათის განმავლობაში უნდა ეწვიოთ შ.პ.ს ‘პრომო ვეარს, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკურიდა შესაბამისად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

8. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი საქონლისგან და არ არის დარღვეული მისი  შეფუთვა ან სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში, შპს „პრომო ვეარ“-ი, მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, ჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან თუ ასეთი რამ შეუძლებელია მომდევნო 5 დღის განმავლობაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.

9. პროდუქციის აღწერილობა

არასწორი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ ამის შესახებ შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@TRIDENT.COM.GE  თან აუცილებლად მიუთითეთ უზუსტობის შინაარსი.
ზემოთმითითებული უზუსტობის შედეგად შეძენილი პროდუქციის დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დარღვეული  შეფუთვა და სასაქონლო სახე.

10. პროდუქციის ღირებულება

ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება.
სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.

11. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს „პრომო ვეარ’’-ის ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია ‘ისეთი როგორიც არის’ და ‘ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი’ პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს „პრომო წეარ’’-ი არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.
ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს გადამზიდავი კომპანია, თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს „პრომო ვეარ’’-ს შესაბამის სამსახურს ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

12. მარეგულირებელი კანონმდებლობა

‘ „პრომო ვეარ’’-ის ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და შპს „პრომო ვეარ’’-ს შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

13. ოფიციალური მიმართვა შპს „პრომო ვეარ’

შპს „პრომო ვეარ’’-ს ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 8, 1 სართული.

14. პერსონალური ინფორმაცია

შპს „პრომო ვეარ“ თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თავად – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში ან სხვა საშუალებით. თქვენ შეგიძლიათ არ მოგვაწოდოთ ესა თუ ის ინფორმაცია, თუმცა ამ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ იმ უპირატესობებით, რომელი უპირატესობების სარგებლობისათვის აუცილებელია ესა თუ ის ინფორმაცია, მაგალითად, თუ არ გვეცოდინება თქვენი მისამართი ვერ დავითვლით ტრანსპორტირების ფასს შეკვეთის გაფორმებამდე და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოწოდებამდე.
  • ავტომატურად მოწოდებული ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.
  • მობილურის შემთხვევაში – მაშინ როდესაც თქვენ იყენებთ შპს „პრომო ვეარ“ -ს მობილურ აპლიკაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩვენ შეიძლება მივიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია თქვენ ადგილმდებარეობისა და თქვენი მოწყობილობის უნიკალური ნომრის (EMEI, MAC Address და სხვა) შესახებ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია თქვენთვის ადგილმდებარეობის შესაბამისი მომსახურების მოწოდებისათვის.
  • ელექტრონული ფოსტა – ელექტრონული კომუნიკაციების სრულყოფის მიზნით, ჩვენ ხშირად ვიღებთ დადასტურებას იმის შესახებ, რომ თქვენ მიიღეთ ჩვენი წერილი და გაეცანით მას.
  • სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია – ჩვენ ასევე შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია ჩავამატოთ თქვენ შესახებ ინფორმაციაში. მაგალითად, თუ თქვენ გამოიყენებთ Facebook-ით ავტორიზაციას, მაშინ ჩვენ შეიძლება ავტომატურად ავიღოთ Facebook-ის მიერ ღიად მოწოდებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.

15. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, „პრომო ვეარ“-ი სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში, პრომო ვეარ-ი აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

  • ბიზნესის განვითარება – ჩვენი კომპანია მუდმივად განვითარებადი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება წამოვიწყოთ ახალი სახის საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ჩვენი ახალი ბიზნეს ინტერესებისათვის.
  • თქვენი ნებართვით – თუ ჩვენ განვიზრახავთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემას (გარდა ზემოთაღნიშნული შემთხვევებისა) ამის შესახებ ჩვენ წერილობით გაცნობებთ და მხოლოდ თქვენი დასტურის მიღების შემდეგ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს.

16. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

17. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ ‘გასვლა’-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

18. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს პრომო ვეარ-ის  ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც პრომო ვეარ-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ პრომო ვეარ-ის ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

19. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

20. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ ‘პრომო ვეარ-ის’ ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.
წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს ‘პრომო ვეარ-ის’ მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.
წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს ‘პრომო ვეარ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

21. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: INFO@TRIDENT.COM.GE, და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანიაიზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

22. მიწოდების ფასები და პერიოდი

მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-5 დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, 150 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო, 150 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასურია 5 ლარი.

ძიება საიტზე trident.com.ge

შესვლა

ანგარიშის შექმნა

თქვენი პერსონალური მონაცემები ამ ვებ-გვერდზე ყოფნის გასაუმჯობესებლად, ანგარიშის ხელმისაწვდომობის მართვისთვის და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკა გვერდზე აღწერილი სხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

პაროლის განახლება

დაგავიწყდა პაროლი? გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი. თქვენ მიიღებთ ბმულს ელ.ფოსტის საშუალებით ახალი პაროლის შესაქმნელად.

კალათა (0)